ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩები დღეს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან.
ეს გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ევროპელი მოკავშირეებისთვის მზარდი ტარიფების დაწესების შესახებ, რაც გაგრძელდება მანამ, სანამ შეერთებულ შტატებს გრენლანდიის ყიდვის უფლებას არ მისცემენ.
აღნიშნული შეხვედრა დღეს საღამოს გაიმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 1-ელი თებერვლიდან 20%-იანი ტარიფები დაუწესდებათ იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის აშშ-ისთვის გადაცემის საკითხში მას ეწინააღმდეგება.
კერძოდ, აღნიშნული ზომები შეეხებათ: დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს.
მისივე თქმით, 1-ელი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.
აშშ-ის პრეზიდენტი ამ ნაბიჯს "გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის" საბაბით ამართლებს.
