ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ გრენლანდიის საკითხზე NATO-ს გენერალურ მდივანთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის პრემიერებთან, ასევე, გერმანიის კანცლერთან ისაუბრა.
საუბრის შემდეგ მან X-ზე დაწერა, რომ ყოველთვის დაიცავენ ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს.
"მტკიცედ ვდგავართ ერთად გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტის დაცვის ვალდებულების შესასრულებლად. ყოველთვის დავიცავთ სტრატეგიულ ეკონომიკურს და უსაფრთხოების ინტერესებს. ჩვენი ევროპული სოლიდარობის წინაშე არსებულ ამ გამოწვევებს მტკიცედ და ძლიერად შევხვდებით", - დაწერა მან.
I spoke to @SecGenNATO, @EmmanuelMacron, @Keir_Starmer, @bundeskanzler and @GiorgiaMeloni.
Together we stand firm in our commitment to uphold the sovereignty of Greenland and the Kingdom of Denmark.
We will always protect our strategic economic and security interests.
We…
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 1-ელი თებერვლიდან 20%-იანი ტარიფები დაუწესდებათ იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის აშშ-ისთვის გადაცემის საკითხში მას ეწინააღმდეგება.
კერძოდ, აღნიშნული ზომები შეეხებათ: დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს.
მისივე თქმით, 1-ელი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.
აშშ-ის პრეზიდენტი ამ ნაბიჯს "გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის" საბაბით ამართლებს.
