logo
ENG



ესპანეთში მატარებლის შეჯახებას 39 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი 170-ია

19 იან 202611:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/19/2dgwg0xg83uku1v.jpg

ესპანეთში ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპიროდ მოძრავ მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა.

მედია წერს, რომ შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 170 ადამიანი დაშავდა, მათგან 75 საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან ახლოს, საპირისპირო მხრიდან მოძრავ მატარებელს შეეჯახა.

სარკინიგზო ქსელი წერს, რომ ორივე მატარებელში დაახლოებით 400 მგზავრი და თანამშრომელი იმყოფებოდა.


close დახურვა