logo
ENG



ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი გადადგა

19 იან 202622:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/19/znpv1ytasletzz6.jpg

ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა.

მას პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2027 წლის იანვარს ეწურებოდა.

ცნობილია, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მას ვიცე-პრეზიდენტი ილიანა იოტოვა შეცვლის.

მისი გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ გაჟღერდა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომლის გამოც ბულგარეთი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკვე მერვე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

ფრაგმენტირებული პარლამენტის პირობებში, არჩევნებში გამარჯვებულმა ვერცერთმა ძალამ ვერ შეძლო უმრავლესობის მოპოვება ან მყარი კოალიციის შექმნა.

რადევი, რომელიც სკეპტიკურად იყო განწყობილი ბულგარეთის მიერ ევროს ბოლო დროს მიღებასთან დაკავშირებით და კრემლის მიმართ კეთილგანწყობილი შეხედულებებით გამოირჩეოდა უკრაინის ომზე, პრეზიდენტად 2016 წელს, ხოლო განმეორებით 2021 წელს აირჩიეს.


close დახურვა