logo
ENG



მერცი გრენლანდიასა და დანიას: შეუძლიათ, ჩვენი სოლიდარობის იმედი ჰქონდეთ

19 იან 202618:40
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/19/m4z48v6uv35mlm3.png

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მკაფიოდ დააფიქსირა მხარდაჭერა გრენლანდიისა და დანიის მიმართ და განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ „ჩვენი სოლიდარობის იმედი ჰქონდეთ“.

„ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ აშშ-სთან მოლაპარაკებებს, თუმცა ამ მოლაპარაკებების საფუძველი ყოველთვის უნდა იყოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები“, — აღნიშნა მან.

მან ასევე დაამატა, რომ ევროპელ ლიდერებს შორის არსებობს „ფართო თანხმობა“ იმის შესახებ, რომ „სატარიფო მუქარები არათუ გააძლიერებს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, არამედ დაასუსტებს მათ და დააზიანებს ორივე მხარის ეკონომიკას."

მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი ფოკუსი ევროპისა და NATO-ს ერთიანობის შენარჩუნებაა და განაცხადა, რომ მუდმივ კავშირზე იქნება როგორც ტრამპთან, ისე ევროკავშირის პარტნიორებთან.

კანცლერი ასევე ამბობს, რომ იგი ზოგადად იზიარებს რისკების შეფასებას და მიიჩნევს, რომ NATO-ს პარტნიორებმა მეტი უნდა გააკეთონ რეგიონის უსაფრთხოებისთვის.

მან ასევე ახსენა ბუნდესვერის სადაზვერვო მისია გრენლანდიაში, რომელიც გასულ კვირას განხორციელდა. მერცის თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება გერმანიის პოტენციური მონაწილეობის შესახებ მრავალეროვნულ ფორმატებში „თავის დროზე“ იქნება მიღებული.


close დახურვა