"ოცნების" პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა.
ინფორმაციას ამის შესახებ ყაველაშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
"საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს", - წერია განცხადებაში.
