logo
ENG



სუს: 13 იანვარს დვანთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ორი მოქალაქე თავისუფალია

20 იან 202615:33
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/20/yfc22qgn2o8n3v6.jpg

სუს-ის ცნობით, მიმდინარე წლის 13 იანვარს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია.

სუს წერს, რომ ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

"უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

უკანონოდ დაკავებულთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგნებულად თავს ვიკავებდით სახელებისა და გვარების დასახელებისგან და სხვა დეტალების გასაჯაროებისგან, რათა პროცესს ხელი არ შეშლოდა.

არსებული პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევებში სასურველი შედეგის მიღწევა გაცილებით ადვილად არის შესაძლებელი.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში. 


close დახურვა