ქართული ოცნების ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს და წერს, რომ ისინი გამოკითხვაზე ამ წუთებში იმყოფებიან.
სუს-ში აცხადებენ, რომ ისინი იკითხებიან - "სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით".
