logo
ENG



სუს ქსელურ სუპერმარკეტებში შესვლას ადასტურებს

22 იან 202615:34
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/22/qtnmt7mncb0c87x.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სუპერმარკეტების ქსელებში შევიდა. ინფორმაცია ფორმულას სუს-ში დაუდასტურეს.

მათი ცნობით, "ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით".

ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო კომისია შექმნა, რომელიც მისი მტკიცებით, ადგენს, თუ რატომაა სასურსათო ფასები სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი.

კობახიძის თქმითვე, "საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში - 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც".


close დახურვა