logo
ENG



კახიანი: მედიებს, რომლებიც პარტიულ დანაყოფებს წარმოადგენენ, ვერც განვიხილავ დებატების საშუალებად

22 იან 202621:31
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/22/6e4ulq33kzwvlf4.jpg
დღეს როგორაა მედიასივრცე გაყოფილი, ერთი მხრივ, არის მედიასაშუალებები, რომლებიც ფაქტობრივად პარტიულ დანაყოფებს წარმოადგენენ და დეზინფორმაციების, ტყუილის ნიაღვარი მოედინება ამ მედიასაშუალებებიდან და მეორე მხრივ, არიან მედიასაშუალებები, რომლებიც თავისი ფუნქციების შესრულების პარალელურად იძულებულები არიან დეზინფორმაციულ გარემოზე რეაგირება მოახდინონ და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიეწოდოს.
ბუნებრივია, ამ დეზინფორმაციის განეიტრალებაში ჩვენ პოლიტიკოსებსაც ჩვენი როლი გვაქვს, მაგრამ დებატების ფორმატი არის ამისათვის საუკეთესო საშუალება. ამიტომ მე იმედი მაქვს, პრემიერის ამ განცხადების შემდეგ მთელი რიგი მედიასაშუალებებიდან, რომლებიც მართლა დამოუკიდებლები არიან და მართლა ისეთ ფორმატს შექმნიან, რომ შესაძლებელი იქნება კონსტრუქციული დებატების ჩატარება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, შესაბამის ინიციატივებს დაველოდებით, მაგრამ ის მედიასაშუალებები, რომლებიც პარტიულ დანაყოფებს წარმოადგენენ, მათგან ლანძღვა-გინებისა და შეურაცხყოფის მეტს არაფერს შეიძლება ველოდოთ. მე მაგალითად, ასეთ მედიასაშუალებებს ვერც განვიხილავ დებატები საშუალებად, ასე რომ, დაველოდოთ გამოხმაურებას, რომელიც მოჰყვება

close დახურვა