ფორმულამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჰკითხა, მიიწვევს თუ არა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს "მშვიდობის საბჭოში" და თუ არა, რატომ? რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს:
"ველით პრეზიდენტის სამომავლო განცხადებას. ამ ეტაპზე წინასწარ არაფრის თქმა არ შეგვიძლია"- აცხადებენ სახეპში.
დონალდ ტრამპმა ორგანიზაციაში 58 ქვეყანა მიიწვია. ჩამონათვალში არ არის საქართველო. მიწვევაზე უკვე დათანხმდა რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი და სომხეთი.
