logo
ENG



ზელენსკი: ტრამპთან Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების მიწოდების შესახებ შევთანხმდი

23 იან 202623:55
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/23/5wzy0ming62pnc4.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიაღწია შეთანხმებას უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის PAC-3 ტიპის რაკეტების მიწოდების შესახებ.

მას რაკეტების ზუსტი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ დავოსში ვიზიტი დაეთმო როგორც გლობალურ საკითხებს, ისე კონკრეტული ამოცანების გადაჭრას.

"ჩვენ ვისაუბრეთ გლობალურ საკითხებზე, თუმცა გადავჭერით ისეთი საკითხიც, რაც სრულად ამართლებს ჩემს იქ ჩასვლას", - თქვა მან.


close დახურვა