logo
ENG



23-24 იანვარს გაერთიანებულ საამიროებში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართება

22 იან 202623:11
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/22/m6m90d9uxd30lj4.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.

ზელენსკიმ ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინულმა მომლაპარაკებელთა გუნდმა ამ შეხვედრამდე გამართა კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან, ხოლო აშშ-ის დელეგაცია შემდეგ მოსკოვში გაემგზავრება.

„ამერიკული გუნდი მოსკოვში დღეს მიემგზავრება. ისინი პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენს შეხვედრას ელოდებოდნენ. ახლა ისინი მიდიან, ჩემი გუნდი კი ამერიკულ გუნდს შეხვდება და ვფიქრობ, ეს იქნება პირველი სამმხრივი შეხვედრა საამიროებში; ის ხვალ და ზეგ შედგება“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ მიესალმება მსგავსი შეხვედრების დაწყებას ტაქტიკურ დონეზე.

„რუსეთი მზად უნდა იყოს კომპრომისებისთვის. ყველა უნდა იყოს მზად და არა მხოლოდ უკრაინა. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვნახავთ, რა შედეგი ექნება ამას“, — დასძინა ზელენსკიმ.


close დახურვა