აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი ადასტურებს.
მისი თქმით, შეხვედრა ომის დასრულების პარამეტრებსა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომ ლოკაციას შეეხებოდა.
ცნობილია, რომ მხარეებს შორის შეხვედრა 24 ოქტომბერსაც გაიმართება.
"შეხვედრა ფოკუსირებული იყო რუსეთის ომის დასრულების პარამეტრებზე და მოლაპარაკებების პროცესის შემდგომ ლოგიკაზე, რომელიც მიზნად ისახავს ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობისკენ სვლას. დამატებითი შეხვედრები დაგეგმილია ხვალისთვის. ხვალ უკრაინულ დელეგაციას შეუერთდებიან გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ანდრიი ჰნატოვი და უკრაინის თავდაცვის დაზვერვის უფროსის მოადგილე, ლეიტენანტ-გენერალი ვადიმ სკიბიცკი.
თითოეული ეტაპის შემდეგ ჩვენ ანგარიშს წარვუდგენთ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
უკრაინული გუნდი მოქმედებს კოორდინირებულად, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ დასახული ამოცანების ფარგლებში. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ სხვადასხვა ფორმატში, დიალოგის მსვლელობიდან გამომდინარე", - წერს ბუდანოვი.
