logo
ENG



აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გამართეს

24 იან 202617:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/24/x7msmhmuy05i71c.jpg

უკრაინას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ომის შესაძლო დასრულების შესახებ სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა.

ინფორმაციას ამის შესახებ დიანა დავითიანი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმიეროვის პრესმდივანი ადასტურებს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრო ლიტვინმა განაცხადა, რომ დელეგაცია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას წარუდგენს.

მოლაპარაკებები არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში პარასკევს, 23 იანვარს დაიწყო.

რუსტემ უმიეროვმა აღნიშნა, რომ დისკუსიები ფოკუსირებული იყო რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასა და მოლაპარაკებების შემდგომ პროცესზე.

მოლაპარაკებების დაწყებამდე კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანას დონბასიდან და ამას ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მთავარ პირობად აყენებს.


close დახურვა