"ოცნების" შსს-ის განცხადებით, დაკავებულია კაცი, რომელიც დმანისში ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული.
განცხადების მიხედვით, წარსულში ნასამართლევმა ბრალდებულმა ცოლს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
ამასთან, ბრალდებული თავად შეეცადა დაჭრილი კლინიკაში გადაეყვანა თუმცა, მიღებული დაზიანებების შედეგად ცოლი გარდაიცვალა.
შსს აცხადებს, რომ დაკავებული თავად გამოცხადაა და ჩადენილი დანაშაული აღიარა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
