ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, სინძიანის რეგიონში, კოკტოკაის ქალაქში, მთის იშვიათი ლეოპარდი ტურისტს თავს დაესხა.
საგრაფოს სატყეო ბიუროს ცნობით, მოთხილამურე ტურისტმა ცხოველი სასტუმროში დაბრუნებისას დაინახა და მისთვის ფოტოს გადაღება სცადა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ტურისტი უძრავად წევს თოვლიან მიწაზე, ლეოპარდი კი ახლოს ზის. კიდევ ერთ ვიდეოში ორი გამვლელი დაშავებულ ტურისტს ფეხზე წამოდგომასა და უსაფრთხო ადგილას გადასვლაში ეხმარება.
მედიის ცნობით, მოთხილამურის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
