ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ქვეითს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ქვეითი 60 წლამდე კაცია. ის ადგილზე დაიღუპა, - ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ, 27 იანვარს, ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
