logo
ENG



შსს: ლაგოდეხში პოლიციელებზე ძალადობის ფაქტზე 3 ადამიანი დავაკავეთ

28 იან 202621:49
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/28/4rhouw7brd5ccho.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლაგოდეხში პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი: 2001 წელს დაბადებული ნ.შ., და წარსულში ნასამართლევები: 1990 წელს დაბადებული ი.კ. და 1994 წელს დაბადებული ლ.ი. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გადამოწმების მიზნით სამი პირი შეაჩერეს, რა დროსაც ბრალდებულებმა პოლიციელებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს, როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხმა თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე პირი ბრალდებულის სახით, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა