logo
ENG



ამოღებულია 5 პისტოლეტი, რევოლვერი, სანადირო თოფი, ცეცხლსასროლი იარაღი - დაკავებულია 1 პირი

22 სექ 202611:40
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/22/7p677hazopzgfz9.png

თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე ნაგებობაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

"5 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 4 სანადირო თოფი, 2 „ვინჩესტერის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და გადაჭრილი სანადირო თოფი. 

ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ათეულობით საბრძოლო ვაზნა და მჭიდები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა