logo
ENG



შსს: შარაშიძესთან ერთად ბრალდებული ორი ძებნილი პირი დავაკავეთ

31 იან 202612:36
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/31/ytwrmwllh2e6llo.jpg

პოლიციელზე ძალადობისთვის ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან დავით შარაშიძესთან ერთად ბრალდებული ორი ძებნილი პირი პოლიციამ დააკავა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულია 2006 წელს დაბადებული ლ.ჩ. და 1997 წელს დაბადებული დ.ს. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე. პოლიციამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე, მომხდარიდან მალევე - ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო დანაშაულში მონაწილე კიდევ ორი პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ჩ. და დ.ს. 31 იანვარს თბილისში ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს"- ნათქვამია განცხადებაში


close დახურვა