logo
ENG



პოლიციამ ძალადობის, მუქარისა და გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

27 მარ 202610:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/27/p31x71du1n3clx5.png

შს სამინისტროს ცნობით, ძალადობის, მუქარისა და გაუპატიურების ბრალდებით 1972 წელს დაბადებული ზ.ც. დააკავეს. 

"სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ - 1974 წელს დაბადებულ პ.დ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ფიზიკურად იძალადა მასზე და ასევე, ძალადობით და ძალადობის მუქარით სქესობრივი კავშირი დაამყარა", - ვკითხულობთ შსს-ს ინფორმაციაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 137-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს. რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 


close დახურვა