logo
ENG



ყაველაშვილი: ვენსმა გააჟღერა, რომ ფლობენ ინფორმაციას და მოხდება მჭიდრო ურთიერთობების განახლება

08 თებ 202620:28
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/08/5h0yrl5jk9jbsn6.jpeg

ქართული ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის მტკიცებით, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ "აუცილებლად ეცდებიან, რომ განაახლონ ჩვენთან ურთიერთობა".

ყაველაშვილის თქმით, მას აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან გასაუბების შესაძლებლობა სერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საზეიმო ვახშამზე ჰქონდა.

"საკმაოდ დიდი მასშტაბის ღონისძიება იყო, სადაც გვქონდა შესაძლებლობა ერთმანეთთან გასაუბრების და ამ ფორმატში სასიამოვნო იყო, რომ მისალმების შემდეგ, მარკო რუბიო მომესალმა და შემდეგ ჯეი დი ვენსი, რომელთანაც პატარა, თბილი, გულწრფელი პოზიტიური საუბარი შედგა. ძალიან თბილად მოიხსენია ჩვენი ქვეყანა და გაკვირვებული ვიყავი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს თუ რამდენად ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, ტრადიციების მიმდევარი, პატრიარქიც კი ახსენა. შემდეგ ამას მოაყოლა, რომ ლოცვის დღე, 17 მაისი დააფუძნეს სულ ახლახან და რომ ვუთხარით, რომ ჩვენ 10 წლის წინ ზუსტად 17 მაისი სწორედ პატრიარქის ინიციატივით მოხდა, რომ ოჯახური სიწმინდის დღედ არის საქართველოში გამოცხადებული, ძალიან გაუხარდა და ესიამოვნა.

აი ასეთი გულწრფელი, თბილი ურთიერთობა იყო. შეიმჩნეოდა კიდევაც, მე მგონი საზოგადოებამ ნახა სურათები. როცა საუბრობ ოჯახურ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, მით უმეტეს ქრისტიანულ ღირებულებებზე ძალიან თამამები ვართ ქართველები, იმიტომ, რომ ამხელა ქრისტიანული ისტორიის მქონე ერი ვართ, თან ისიც განვუცხადეთ, რომ 1700 წელს აღვნიშნავთ წელს და საკმაოდ დიდი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს საქართველოში ამასთან დაკავშირებით.

ამ ყველაფერს ძალიან სასიამოვნოდ ისმენდა.
რა თქმა უნდა, მცირე საქმიანი საუბარიც შედგა. მისი მხრიდან გაჟღერებული იყო, რომ დიახ, ისინი ფლობენ ინფორმაციას და აუცილებლად მოხდება უფრო მჭიდრო ურთიერთობების განახლება. ბევრი პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, მან განაცხადა, რომ ისინი ინფორმირებული არიან, კიდევ მეტ ინფორმაციას იღებენ და აუცილებლად ეცდებიან, რომ განაახლონ ჩვენთან ურთიერთობა"- თქვა ყაველაშვილმა.


close დახურვა