logo
ENG



კობახიძემ ახალი ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ამჟამად მიგრაციაზე საუბრობს

13 თებ 202610:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/13/3avg3kczf00kmml.png

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე Facebook-ზე ახალ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ამჟამად მიგრაციაზე საუბრობს. მანამდე, ირაკლი კობახიძემ მსგავსი ვიდეოთი დააანონსა "ხელოვნურად გაზრდილ ფასებთან ბრძოლა".

ირაკლი კობახიძის თქმით, მიგრაციის საკითხი ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად აწუხებს.

"ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე საზოგადოების წუხილი და ამ საკითხით დაინტერესება არათუ საფუძველს მოკლებული, არამედ, პირიქით, მხოლოდ მისასალმებელია. თითოეული პატრიოტი ქართველის სურვილია, საქართველომ თავისი ეროვნული და რელიგიური იდენტობა მყარად დაიცვას და შეინარჩუნოს", - თქვა მან.

ამასთან, ქართული ოცნების პრემიერმა თქვა, რომ გააძლიერებენ მიგრაციის დეპარტამენტს.

"პირველ რიგში, ვაძლიერებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რომელმაც გასული ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული ათი წლის განმავლობაში. დეპარტამენტის გაძლიერება საშუალებას მოგვცემს, ქვეყანა რამდენიმე წელიწადში სრულად გავათავისუფლოთ არალეგალი მიგრანტებისგან, რომელთა რაოდენობა დღეს 20 ათასზე მეტს შეადგენს", - თქვა მან. 


close დახურვა