logo
ENG



GR: რკინიგზაში რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არაა

13 თებ 202615:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/13/qeazqujbn9zfkkp.jpg

საქართველოს რკინიგზა რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, "განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა”.

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ ამაზე საუბარი არ არის.

"მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, რუსული მხარე საქართველოსთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს, განვმარტავთ, რომ „საქართველოს რკინიგზაში“ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში", - ნათქვამია განცხადებაში. 

რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადება გუშინ, 12 თებერვალს, რუსულ სამთავრობო და პროპაგანდისტულ TASS-ზე გამოქვეყნდა.

“მიმდინარეობს მუშაობა კავკასიაში ყველა დარღვეული გზის განბლოკვაზე, მათ შორის განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა”, - თქვა ალექსეი ოვერჩუკმა.


close დახურვა