logo
ENG



რუსეთი საქართველოდან გარკვეული სასმელების იმპორტს კრძალავს

10 ოქტ 202615:22
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/10/12mrb7194ooh3tj.png

რუსეთი ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტს კრძალავს. 

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოდან გარკვეული ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების, მათ შორის "ნაბეღლავის", იმპორტი აკრძალა. 

მედიის ინფორმაციით, ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა დროებითი სანიტარული ზომები მიიღო და რუსეთში დაწესებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქტების შეტანა და გაყიდვა აკრძალა. 

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, საკვები პროდუქტები, რომლებიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის ან საბაჟო კავშირის სხვა მოთხოვნებს, რომლებიც მათზე ვრცელდება, ექვემდებარება მიმოქცევიდან ამოღებას ეკონომიკური ოპერატორის მიერ დამოუკიდებლად ან საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ბრძანებით.

კერძოდ, რუსეთი კრძალავს:

  • თელიანი ველის ღვინოს
  • თბილღვინოს ღვინოს
  • ძმები ასკანელების ღვინოს და კონიაკს
  • ვაინმენის ღვინოს
  • ქართული ლუდის კომპანიის ლუდს
  • საქართველოში დამზადებულ კოკა-კოლას
  • ნაბეღლავს

 


close დახურვა