logo
ENG



რუბიო: აშშ და ევროპა "ერთმანეთს ეკუთვნიან"

14 თებ 202613:59
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/14/82w4145o6usi62f.png

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

მან ისაუბრა აშშ-ევროპის ურთეირთობაზე და აღნიშნა, რომ აშშ და ევროპა "ერთმანეთს ეკუთვნიან".

სიტყვით გამოსვლისას რუბიომ ხაზი გაუსვა შეერთებული შტატებისა და ევროპის ძლიერი ალიანსის ისტორიულ მნისვნელობას.

"ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა- ჩვენ ერთიანები ვართ. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ ჩვენ, ამერიკელები პირდაპირები ვართ ჩვენს რჩევებში. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ ეს ძალიან გვადარდებს. როგორც თქვენი, ისე ჩვენი მომავალი. ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენი მოკავშირეები იყვნენ სუსტები, რადგან ეს ჩვენც გვასუსტებს. ჩვენ გვსურს მოკავშირეები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა, რათა ვერცერთმა მოწინააღმდეგემ ვერასდროს გაბედოს ჩვენი კოლექტიური ძალის გამოცდა.

 ჩვენ გვსურს მოკავშირეები, რომლებიც ამაყობენ თავიანთი კულტურით და მემკვიდრეობით და ჩვენთან ერთად, აქვთ სურვილი და უნარი დაიცვან იგი

ჩვენ შეერთებულ შტატებში არანაირი ინტერესი არ გვაქვს, ვიყოთ დასავლეთის მართვადი დაღმასვლის თავაზიანი და მოწესრიგებული მზრუნველები.

ჩვენ ვცდილობთ არა დაყოფას, არამედ ძველი მეგობრობის გამოცოცხლებას და კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ცივილიზაციის განახლებას. იმ დროს, როდესაც ახალი ამბების სათაურები ტრანსატლანტიკური ეპოქის დასასრულს გვამცნობენ, ყველასთვის ცნობილი და ნათელი იყოს, რომ ეს არც ჩვენი მიზანია და არც ჩვენი სურვილი. რადგან ჩვენთვის, ამერიკელებისთვის, ჩვენი სახლი შეიძლება დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ევროპის შვილი.

და ბოლოს, ჩვენ აღარ შეგვიძლია ეგრეთ წოდებული გლობალური წესრიგი ჩვენი ხალხისა და ერების სასიცოცხლო ინტერესებზე მაღლა დავაყენოთ. ჩვენ არ გვჭირდება უარი საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემაზე, რომელიც თავად შევქმენით და არც ძველი წესრიგის გლობალური ინსტიტუტების დაშლა გვჭირდება, რომლებიც ერთად ავაშენეთ. თუმცა, ეს ინსტიტუტები უნდა რეფორმირდეს. ეს ინსტიტუტები ხელახლა უნდა აშენდეს"- განაცხადა რუბიომ.


close დახურვა