logo
ENG



Reuters: აშშ ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, კვირები გაგრძელდეს

14 თებ 202615:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/14/zavx1s2ejk5xzbq.jpg

აშშ-ის შეიარაღებული ძალები ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის ემზადებიან, რომელიც შეიძლება, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. ინფორმაციას Reuters ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გასულ წელს ივნისში ჩატარებული ოპერაცია "Midnight Hammer"-თან შედარებით, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამჯერად ოპერაციის დაგეგმვა ბევრად უფრო რთულია.

ერთ-ერთი წყაროს თანხამად, ხანგრძლივი სამხედრო კამპანიის შემთხვევაში აშშ-ის სამხედრო ძალებმა შეიძლება იერიში მიიტანონ არა მხოლოდ ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, არამედ ირანის სახელმწიფო და უსაფრთხოების სტრუქტურებზეც. ამასთან დაკავშირებით Reuters წერს, რომ ოფიციალურმა პირმა კონკრეტული დეტალებზე არ ისაუბრა.

Reuters ექსპერტებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ირანის წინააღმდეგ ასეთი ოპერაციის შემთხვევაში ამერიკული ძალებისთვის რისკები მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იქნება. ირანის საპასუხო იერიშებმა ასევე შეიძლება გაზარდოს რეგიონული კონფლიქტის რისკი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანში რეჟიმის ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ "ეს საუკეთესო რამ იქნებოდა, რაც შეიძლება, მოხდეს".
მისივე თქმით, მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი, USS Gerald R Ford ახლო აღმოსავლეთში იგზავნება იმ შემთხვევისთვის, თუ ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები ვერ შედგება და სიტუაცია დაიძაბება. "თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ის დაგვჭირდება. ის ძალიან მალე გაემგზავრება" - განაცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ანა კელიმ განაცხადა, რომ "პრეზიდენტი ტრამპი ირანთან დაკავშირებით ყველა ვარიანტს განიხილავს".


close დახურვა