აშშ-სა და ირანს შორის დროებითი ზავი, შესაძლოა, კიდევ 14 დღით გაგრძელდეს. Bloomberg-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შუამავლები ამჟამად აქტიურად მუშაობენ ტექნიკური მოლაპარაკებების გამართვაზე, რათა ყველაზე რთული და პრობლემური საკითხები შეათანხმონ.
განსახილველ თემებს შორის პრიორიტეტულია ჰორმუზის სრუტის ნავიგაციის აღდგენა და ირანის ბირთვული პროგრამა, კერძოდ, ურანის გამდიდრების საკითხი.
წყაროების ცნობით, ამ ეტაპზე პროგრესის მიღწევა საფუძველს ჩაუყრის მაღალი დონის შეხვედრებს ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლება არცერთ მხარეს არ სურს, ამერიკელი მაღალჩინოსნი ანონიმურობის პირობით აცხადებს, რომ ზავის გაგრძელებაზე საბოლოო დასტური ჯერ არ არსებობს.
