logo
ENG



სუს: საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა

16 თებ 202611:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/16/j3t1bimsynba16g.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტსა და მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში, საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

სუს-ის ინფორმაციით, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა, ხოლო მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - დაზვერვის სააგენტოს მიხეილ ძაგნიძე უხელმძღვანელებს.

მანამდე, 2027 წლის სექტემბერს, სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, ვლადიმერ კონსტანტინიდი სუს-ის დაზვერის სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშნა. ასევე, 2020 - 2026 წლებში ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა.


close დახურვა