Ria Novosty-ის თანახმად, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მოიწონა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იდეა, რომელიც დასავლეთის მიერ დასანქცირებული ქვეყნების გაერთიანებას ეხება.
კერძოდ, ის მიიჩნევს, რომ შეთანხმების მიღწევით და გაერთიანებით, ქვეყნები, რომლებიც სანქციებს აწესებენ, "შეშინდებიან".
"და აი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომმართა, როგორც უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს (მოკავშირე სახელმწიფოს) თავმჯდომარეს, რათა ჩვენ განვიხილოთ საკითხი, როგორ გავაერთიანოთ ყველა, ვინც სანქციების ქვეშ იმყოფება. ჩვენ ჩინეთიც კი დავარწმუნეთ. მათი დარწმუნება საჭირო არ არის. მათ ესმით, რომ შემდეგი ისინი იქნებიან", - თქვა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
მან აღნიშნა, რომ სანქცირებულმა ქვეყნებმა ერთიანად უნდა მოახდინონ ძალის დემონსტრირება.
