logo
ENG



უკრაინამ ალექსანდრ ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა

18 თებ 202614:40
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/18/nkktspvsyugoz5y.png

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram-ზე წერს, რომ უკრაინამ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელების მკვლელობაში ალექსანდრ ლუკაშენკოსაც შეაქვს წვლილი. 

მან აღნიშნა, რომ ბელარუსი რუსეთს ზოგიერთი თავდასხმის განხორციელებაში დაეხმარა, მათ შორის, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და რკინიგზაზე.

მისი თქმით, 3 000-ზე მეტმა ბელარუსულმა საწარმომ რუსეთი კრიტიკულად საჭირო აღჭურვილობით მოამარაგა, რაც რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებსაც მოიცავს.

"ბელარუსში საშუალო რადიუსის რაკეტების - "ორეხნიკის" განლაგების ინფრასტრუქტურა შენდება, რაც აშკარა საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ ყველა ევროპელისთვის", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო "დიდი ხანია ბელარუსის სუვერენიტეტს პირადი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ცვლის, რუსებს ამ აგრესიის გამო გლობალური სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, აქტიურად ამართლებს რუსეთის ომს და ახლა ომის ესკალაციასა და გახანგრძლივებაში საკუთარ ჩართულობასაც კი ზრდის" და აღნიშნავს, რომ "ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვება".


close დახურვა