საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 1 609.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.6%-ით ნაკლებია.
საქსტატის თანახმად, აქედან, ექსპორტი 480.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.0 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 129.5 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 33.7 პროცენტით).
"საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარში 649.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტია".
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 74.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (66.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (52.1 მლნ. აშშ დოლარი) და ყირგიზეთი (49.9 მლნ. აშშ დოლარი).
რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (195.0 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (157.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (156.8 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის იანვარში ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი 46.7% იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების - 16.1%, დანარჩენი ქვეყნების კი - 37.2%.
მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 100.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 58.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.2 პროცენტი), ხოლო ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები მესამე ადგილზეა 51.0 მლნ. აშშ დოლარით (10.6 პროცენტი).
"უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 150.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 13.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 96.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 79.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.0 პროცენტი)".
