logo
ENG



პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავა

19 თებ 202614:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/19/nwsq8bb9nxqn37l.png

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავა. მას ბრალად ედება საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი, რომელსაც დღეს 66 წელი შეუსრულდა, ნორფოლკში, სანდრინგემის მამულში დააკავეს.

ყოფილი პრინცი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დედოფალ ელისაბედ II-ისა და პრინცი ფილიპეს მეორე ვაჟია. 

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რაზეა საუბარი მის ბრალდებაში. 

2025 წელს პრინც ენდრიუს ყველა ტიტულ ჩამოერთვა და მან უინძორების სასახლე დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაღრმავდა ეჭვი მის კავშირებზე სექსუალურ დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინთან. ბუკინგემის სასახლემ განცხადებაში თქვა, რომ პრინც ენდრიუს 30 ოქტომბრიდან ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი ეწოდებოდა.

ბუკინგემის სასახლის განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ პრინცი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფდა.


close დახურვა