ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ გარყვნილ ქმედებასა და არასრულწლოვანის იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ცნობით, მას სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედება, ხოლო 17 წლის არასრულწლოვანის მიმართ იძულება განახორციელა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 2025 წლის 23 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარუდგინა", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
