logo
ENG



სიბიგა: რუსებმა უკრაინაში კიდევ ერთ ამერიკულ ბიზნესს, Mondelez-ის ქარხანას დაარტყეს

22 თებ 202613:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/22/6984c40tgqwuq28.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიგა წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში კიდევ ერთ ამერიკულ ბიზნესზე, ტკბილეულების გიგანტ კომპანია Mondelez-ის ქარხანაზე იერიში მიიტანა.

მინისტრის თქმით, ეს არა სამხედრო ობიექტი - "ეს ქარხანაა, რომელიც 1990-იანი წლებიდან ფუნქციონირებს, აწარმოებს მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს, ასაქმებს უკრაინელებს და წვლილი შეაქვს როგორც უკრაინის, ისე ამერიკის ეკონომიკაში'.

ტროსტიანეცი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. უკრაინის სამხედრო ძალებმა სუმის ოლქის ქალაქი ტროსტიანეცი რუსეთის საოკუპაციო ჯარებისგან ომის დაწყებიდან მალევე გაათავისუფლა.

"როდესაც რუსული რაკეტები ასეთ ობიექტებს ურტყამენ, ისინი მხოლოდ უკრაინას არ უტევენ. ისინი ევროპაში ამერიკული ბიზნესის ინტერესებს ესხმიან თავს.

მოსკოვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბარი არ შეუძლია მაშინ, როცა აშშ-ს საკუთრებაში არსებულ საწარმოო ობიექტებს ესხმის თავს", - წერს სიბიგა. 


close დახურვა