ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მისი მოკვლა სცადა.
შემთხვევა გამთენიას მოხდა.
TV პირველთან საუბრისას კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა.
კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
