logo
ENG



ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს რეჟიმის შეცვლისკენ მოუწოდა

28 თებ 202614:39
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/28/kt153mc45ogr34t.png

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანს რეჟიმის შეცვლისკენ მოუწოდა. ეს მისი პირველი ვიდეომიმართვაა მას შემდეგ, რაც ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო დარტყმები განახორციელეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანის მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, „გადააგდონ ტირანიის უღელი და შექმნან თავისუფალი და მშვიდობიანი ირანი.“ მისი თქმით, ერთობლივი სამხედრო მოქმედებები შექმნის პირობებს, რათა ირანელმა ხალხმა „თავის ბედი საკუთარ ხელში აიღოს.“

ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვის დასაწყისში მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს „ისტორიული ლიდერობისთვის“ და აღნიშნა, რომ ირანის ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა.

„ეს მკვლელი ტერორისტული რეჟიმი არ უნდა იყოს აღჭურვილი ბირთვული იარაღით, რომელიც მას მთელ კაცობრიობაზე მუქარის საშუალებას მისცემს,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მანამდე, ივნისში ირანთან 12-დღიანი კონფლიქტის დროსაც, ნეთანიაჰუმ ირანის მოსახლეობას მოუწოდა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლისკენ.


close დახურვა