logo
ENG



ნეთანიაჰუ: ბევრი ნიშანია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აღარ არის ჩვენთან

28 თებ 202623:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/28/oyk8yd9zx3pnxo6.png

ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არსებობს ბევრი ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ აიათოლა ალი ხამენეი "აღარ არის ჩვენთან", თუმცა პირდაპირ არ დაუდასტურებია მისი დაღუპვა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, სამხედრო ოპერაციის ფარგლებში განადგურდა ხამენეის კომპლექსიც. ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაცია მოთმინებას საჭიროებს და „გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.“

მისი განცხადებით, „ეს ომი რეალურ მშვიდობამდე მიგვიყვანს.“

ამავე დროს, აბას არაღჩიმ, რომელიც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრია, განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ხამენეი და ქვეყნის სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცოცხლები არიან.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ირანის უზენაესი ლიდერიც იყო, თუმცა მისი დაღუპვის ოფიციალური დადასტურება ამ დროისთვის არ არსებობს. ირანის ხელისუფლებას ხამენეის ვიდეომიმართვა ან საჯარო გამოჩენა დარტყმების დაწყების შემდეგ ჯერ არ გაუვრცელებია.


close დახურვა