logo
ENG



ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს ირანში, სულ მცირე, 30 ობიექტი დაბომბეს

01 მარ 202612:18
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/01/qdkuvoavzx0y8ng.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, კვირას დილას განხორციელებული ახალი საჰაერო იერიშის ტალღის ფარგლებში, ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში, სულ მცირე, 30 ობიექტი დაბომბეს.

IDF-ში აცხადებენ, რომ დარტყმების სამიზნე იყო - "საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტების გამშვები დანადგარები, რეჟიმთან დაკავშირებულ ობიექტები და სამხედრო სარდლობის ცენტრები".

ამერიკის შეერთებული შტატების ორმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს დაუდასტურა, რომ აშშ-მა და ისრაელმა ირანზე დარტყმების მეორე ტალღა განახორციელეს.

28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი საჰაერო იერიში მიიტანეს. სამიზნე ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაა - ამჟამინდელი მონაცემებით, მოკლულია აიათოლა ალი ხამენეი, ასევე, მისი ნათესავები, ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ ხალხს მოუწოდა, ისარგებლონ მომენტით და "აიღონ კონტროლი საკუთარ მთავრობაზე". ნეთანიაჰუს განცხადებით, მიზანი "აიათოლას რეჟიმის დასრულებაა".

თეირანმა რაკეტებით და დრონებით შეუტია ისრაელისა და აშშ-ის ბაზებს რეგიონში. აფეთქებები მოხდა დუბაიში, ბაჰრეინში, ქუვეითსა და კატარში.

თეირანში ქალაქში სამთავრობო კვარტალი გადაკეტილია, მოსახლეობას კი თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.


close დახურვა