ფორმულას თბილისის მერიაში არ უპასუხეს კითხვაზე, "ჩარჩა" თუ არა თბილისის მერი კახა კალაძე დუბაიში.
კერძოდ, თბილისის მერიის პრესსამსახურს ვკითხეთ ტაბულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, წყარომ განაცხადა, რომ კახა კალაძე დაბადების დღის აღსანიშნავად დუბაიში წავიდა ცოლთან და თანხმლებ პირებთან ერთად, შემდეგ კი, დუბაიში "ჩარჩა", რადგან აშშ-ისრაელის თავდასხმაზე ირანის საპასუხო იერიშების გამო, ავიარეისები გაუქმდა.
მერიის პრესსამსახურის თქმით, არ იციან სად იმყოფება კახა კალაძე, რადგან არასამუშაო დღეებია.
ტაბულას წყაროს ინფორმაციით, კახა კალაძესთან და მის ცოლთან ერთად დუბაიში ასევე იმყოფება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. ასევე, ფეხბურთელი კობა ამისულაშვილი და მისი ცოლი - ნინი ზარქუა.
