აშშ-ის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ ირანული გემი ჩაძირეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გემი ამჟამად ომანის ყურეში იძირება.
"გემი ამჟამად ომანის ყურის ფსკერზე, ჩაჰ ბაჰარის ნავმისადგომთან იძირება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
აშშ კვლავ მოუწოდებს ირანის შეიარაღებულ ძალებს, "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს" და პოლიციას იარაღი დაყარონ.
"როგორც პრეზიდენტმა [დონალდ ტრამპმა] განაცხადა, ირანის შეიარაღებული ძალების, IRGC-ის და პოლიციის წევრებმა "იარაღი უნდა დაყარონ", გემი მიატოვეთ", - აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.
An Iranian Jamaran-class corvette was struck by U.S. forces during the start of Operation Epic Fury. The ship is currently sinking to the bottom of the Gulf of Oman at a Chah Bahar pier. As the President said, members of Iran’s armed forces, IRGC and police “must lay down your… pic.twitter.com/NzsR3dI2Hs
