რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი თქმით, მხარეები აქტიურად განიხილავენ ქვეყნის ირგვლივ შექმნილ საგანგებო ვითარებას.
"რაც შეეხება აშშ-სა და ირანს შორის გამართულ მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, იმედგაცრუების გამოხატვა შეიძლება, რომ მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ გამოსული ინფორმაციის მიუხედავად, ვითარება პირდაპირ აგრესიის დონემდე გაუარესდა," - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, შაბათს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო კამპანია დაიწყეს. მოკულილია ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეის.
დონალდ ტრამპმა ირანის მოქალაქეებს რეჟიმის დამხობისკენ მოუწოდა. საპასუხოდ, ირანმა სარაკეტო იერიშები მიიტანა ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე ახლო აღმოსავლეთში.
