ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ მოკლეს ირანის დაზვერვის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის საიედ იაჰია ჰამიდი, რომელიც დაზვერვის მინისტრის მოადგილე იყო ისრაელის საკითხებში.
IDF-ის ცნობით, ასევე დაიღუპა ჯალალ პურ ჰოსეინი, რომელიც დაზვერვის სამინისტროს ჯაშუშობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ასევე ირანის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც.
ისრაელის სამხედროების განცხადებით, ცოტა ხნის წინ დარტყმა განხორციელდა ირანის დაზვერვის სამინისტროს შტაბ-ბინაზე თეირანში.
ამ ეტაპზე IDF-ს არ დაუკონკრეტებია, სად, როდის და რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული პირების ლიკვიდაცია. ირანის ხელისუფლებას ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
