საფრანგეთი ბირთვული ქობინების რაოდენობის გაზრდას გეგმავს, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის ბირთვული დოქტრინის შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"გავეცი მითითება, რომ ჩვენი არსენალის ბირთვული ქობინების რაოდენობა გაიზარდოს. ამასთან, ბირთვული არსენალის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აღარ გავასაჯაროებთ," – აღნიშნა მაკრონმა.
მისივე თქმით, "როგორც ჩვენი კონკურენტები, ისე პარტნიორებიც მნიშვნელოვნად განვითარდნენ", რაც უსაფრთხოების გარემოს ცვლილებაზე მიუთითებს.
"ევროპულ კონტექსტში შემაკავებელი მექანიზმი უნდა გაძლიერდეს. ევროპამ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა განამტკიცოს," – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
