logo
ENG



შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დავაკავეთ

03 მარ 202614:36
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/03/9qhk8cbw6e6pw6f.jpg

შსს-ს ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა.

განცხადების თანახმად, დაკავებულია 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ. - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით.

"სამართალდამცველებმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის - ლ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ განცხადებაში


close დახურვა