ქართული ოცნების პარლამენტმა გრანტების შესახებ კანონში გამკაცრებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
რეჟიმის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცვლილებებს ქართული ოცნების 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა გიორგი გახარიას პარტიის 9 წევრმა მისცა.
ამასთან, ქართულმა ოცნებამ მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი პარტიების კანონებში, ასევე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში ცვლილებებს.
ცვლილებებით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება, გრანტების შესახებ კანონის დარღვევა და ა.შ.
***
ქართული ოცნების რეჟიმი გრანტების კანონს ამკაცრებს. ეს ქართული ოცნების უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, 28 იანვარს გახდა ცნობილი.
ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე ჩამოთვალა ცვლილებები, რომელიც კანონში შეაქვთ.
ის ამტკიცებს, რომ ცვლილებები შეაქვთ "ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად".
ამასთან, რეჟიმი გრანტების კანონის დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან 6-წლამდე პატიმრობას.
რა ცვლილებები შედის კანონპროექტში - სრულად
გარდა ამისა, ქართულმა ოცნებამ 16 თებერვალს მორიგი შეზღუდვები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, შემოაქვს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც "საჯაროდ არ აღიარებენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას" და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ.
კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება - ქართული ოცნების ინიციატივა სრულად
