logo
ENG



NATO-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ ნასროლი ირანული რაკეტა ჩამოაგდეს

04 მარ 202616:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/04/iqvi7mykjm9wgbl.jpg

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, NATO-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანული რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც თურქეთს საჰაერო სივრცისკენ მიფრინავდა.

თურქეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა. 

მათივე თქმით, რაკეტა "აღმოჩენილი იქნა მაშინ, როდესაც ის ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცეს კვეთდა და თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა". 

"ვაფრთხილებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯისგან, რომელმაც შესაძლოა, რეგიონში კონფლიქტის შემდგომ გავრცელებას შეუწყოს ხელი", - ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამასთან დაკავშირებით NATO-მ უკვე გააკეთა განცხადება. ალიანსის სპიკერმა ალისონ ჰარტიმ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვება დაგმო. 

"მტკიცედ ვდგავართ ყველა მოკავშირის გვერდით, მათ შორის თურქეთის გვერდით, მაშინ როდესაც ირანი აგრძელებს განურჩეველ თავდასხმებს რეგიონში.

ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოზიცია ყველა სფეროში ძლიერია, მათ შორის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის კუთხით", - თქვა NATO-ს სპიკერმა. 


close დახურვა