ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს და წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას მოხვდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. სოციალურ ქსელში იერიშის ამსახველი კადრები ვრცელდება.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნახიჩევანზე დრონებით იერიშის გამო, ირანის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში დაიბარეს.
