logo
ENG



Publika-ს 2 ჟურნალისტისთვის ხელშეშლის გამო ბრალდებულებს ₾3 000-3 000-იანი გირაო შეეფარდათ

06 მარ 202617:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/06/o6qz0aq7oqg367e.jpg

Publika-ს ორი ჟურნალისტისთვის, ქეთო მიქაძისა და ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გამო ბრალდებულებს, ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს 3 000-3 000 ლარის გირაო შეეფარდათ.

გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროცესს ესწრებოდა ორივე ბრალდებული. მათ ადვოკატები არ ჰყავდათ.

პროკურატურამ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით 8 სექტემბერს თბილისის მერის კახა კალაძის შტაბთან მომხდარი ფაქტის გამო ორ პირს – ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი გუშინ, 5 მარტს წარუდგინა.

ინციდენტი 8 სექტემბერს მოხდა.

პუბლიკას ჟურნალისტ ქეთო მიქაძეზე იძალადა და ტელეფონი წაართვა ლევან ზარდიაშვილმა. ამავე დღეს მოხდა ალექსანდრე ქეშელაშვილთან დაკავშირებული ეპიზოდი - მას უცნობმა პირმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ტელეფონი წაართვა, რომელიც მოგვიანებით დაიბრუნა.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.


close დახურვა